|
2019-10-28 12:55:24, 1449 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი“ - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. გოცირიძეს თქმით, ეპისკოპოსის განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოძიება უნდა დაიწყოს. „ის განცხადება თითქოს და ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული ,არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე. აი, ახლა ვიტყვი მე, რომ უნდა დავამხოთ ეს რვა წლის განმავლობაში საქართველოს დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით - ორი ჭიქა არაყი მაქვს დღეს დილით დალეული, ეს იქნება გამამართლებელი საბუთი?! რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება, ხოლო იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება“, - აღნიშნა გოცირიძემ. ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები: მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)