|
2019-10-28 11:38:51, 8520 ნახვა
მსოფლიო
ანტისამთვარობო გამოსვლებს ერაყში 74 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში ანტისამთავრობო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყალი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. Reuters-ი იტყობინება, რომ 2 კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაზე 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 ათასზე მეტი დაშავდა. მოსახლეობა ერაყში ბოლო პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად ანტისამთავრობო აქციებს მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსაფრთხოებას, წყალს, სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)