|
2019-10-28 11:24:28, 1197 ნახვა
კომენტარი
მამა გიორგი თევდორაშვილი: არავითარი პატრიაქრის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა
მამა გიორგი თევდორაშვილი მეუფე იაკობ იაკობაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა. როგორც მამა გიორგიმ "რუსთავი 2"-თან საუარში აღნიშნა, მისთვის უცნობია შეიკრიბება თუ არა სინოდის საგანგებო სხდომა. "არავითარი პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა, არც ჩამოშორებაზე გამიგია მსგავსი რამე. რაც შეეხება სინოდის შეკრებას, ამ შეკითხვებზე სინოდის წევრები გიპასუხებენ, მე ვერ გეტყვით, არვიცი. რაც შეეხება პატრიარქის მდგომარეობას, მე მგონი დამაკმაყოფილებელია. ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. ახლა შევალ და გავარკვევ რა ვითარებაა საპატრიარქოში. ეკლესიის პოზიცია ყოველთვის არის მიმტევებლობა, შემწყნარებლობა, დალოცვა და ლოცვა კურთხევა", - განმარტავს მამა გიორგი თევდორაშვილი. რაც შეეხება, მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას, სასულიერო პირი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან მამალაძის შეწყალება მოხდება: "ალბათ მოვა მაგის დროც. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება", - დასძინა სასულიერო პირმა. ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები: მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)