|
2019-10-26 18:49:28, 2317 ნახვა
კომენტარი
„ეს სრული ბოდვაა არაფხიზელ მდგომაროებაში“ - მეუფე პეტრე პროკურატურას მოუწოდებს მეუფე იაკობის განცხადებებით დაინტერესდეს
"იაკობის დღევანდელი განცხადება არის სრული ბოდვა არაფხიზელ მდგომაროებაში", - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. ამასთან, მეუფე პეტრემ პროკურატურას მოუწოდა ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს. "მის ამ არაადეკვატურობაზე და არაადამიანურ გამოხტომაზე ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება. მივმართავ პროკურატურას, არ დატოვონ უყურადღებოდ მეუფე იაკობის განცხადება. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, აუცილებლად პირობას ვიძლევი, რომ თუ მანამდე მას მორალური შეგნება უღალატებს და არ წავა მონასტერში სინანულისათვის, აუცილებლად სინოდზე დაესმევა წერტილი მის ამ არაადეკვატურობას. მეუფე იაკობის საქციელზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ კათოლიკოს პატრიარქს. მან ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს როცა დააჯილდოვა და აიყვანა ხარისხში, მან თქვა ქადაგებისას რომ მეუფე იაკობს ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრამ ის ასრულებდა ჩემს დავალებას. ამ ლოგიკით დღესაც მეუფე იაკობი ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის დავალებას, ვინაიდან პატრიარქმა წაახალისა მისი არაადეკვატური და ეკლესიის მიმართ სამარცხვინო საქციელის გამო არაერთხელ", - განაცხადა მეუფე პეტრემ "ტვ პირველის" სატელეფონი ჩართვაში. ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები: მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)