|
2015-07-17 19:01:05, 415 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ ქმედებებსა და გატარებულ ღონისძიებებზე, რაც რიგის სამიტის შემდგომ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მთავარობამ განახორციელა. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საბოლოო იქნება. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასევე ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების საკითხებში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და მათი მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)