|
2019-10-26 11:52:23, 4886 ნახვა
მსოფლიო
ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში ანტისამთავრობო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებს შორის 2 სამართალდამცველია. მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყალი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. Reuters-ი იტყობინება, რომ 2 კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაზე 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 ათასზე მეტი დაშავდა. მოსახლეობა ერაყში ბოლო პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად ანტისამთავრობო აქციებს მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსაფრთხოებას, წყალს, სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)