|
2019-10-25 19:03:04, 1550 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: დაზარალებულები ჩვენ ვართ, რადგან საქმეს პროკურატურის გარდა მომჩივანი არ ჰყავს
"დაზარალებულები ჩვენ ვართ, რადგან საქმეს პროკურატურის გარდა მომჩივანი არ ჰყავს" - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, საქალაქო სასამართლოში გამართულ "თიბისი ბანკის" საქმეზე განაცხადა. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს, რომლის გამოც ლონდონის ბირჟაზე საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა. "ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ დევნასთან. ამ საქმის გამო, თიბისი ბანკმა ლონდონის ბირჟაზე დაკარგა საკმაოდ დიდი თანხა. ჩვენ ავუხსენით ინვესტორებს რომ ვიყავით პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, თუმცა იმ დღეს თიბისის აქციებმა 200 მილიონი დოლარით დაიკლო. ამ ეტაპზე, ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და დამალულიც არაფერი არ არის. პროკურატურამ ,,თიბისი ბანკის" საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე. ამჟამად პროკურატურა ჩიხშია შესული", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნებს ვერ ხედავს და როგორც თავად ამბობს, 80 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამერიკული ბანკისგან ,"თიბისი ბანკის" გაკოტრებისგან გადასარჩენად ისესხა. "სად არის ფულის გათეთრება ან ფულის გათეთრების ნიშნები? ჩვენ 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ ამერიკული ბანკისგან, რომელიც თიბისის კაპიტალში წავიდა. 2008 წელს გავკოტრდით და შესაბამისად დაზარალებულებიც ჩვენ ვართ, რადგან ამ საქმეს სხვა დაზარალებული არ ჰყავს. გარდა პროკურატურისა საქმეს არ ჰყავს მომჩივანი . პატივცემულო მოსამართლევ, მოგმართავთ თქვენ და გეკითხებით, რატომ არ აღძრავთ საქმეს როცა ყველა დოკუმენტი თქვენს ხელშია?", - განაცხადა ხაზარაძემ. მან სასამართლო პროცესზევე აღნიშნა, რომ სესხი არამარტო ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელისგან აუღია, არამედ თანხა სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან სულ ოთხი პიროვნებისგან ისესხა. "ბატონი ავთოსგან რომ 17%-ში სესხი ავიღე დანაშაულია? რა თქმა უნდა არ არის დანაშაული. დღეს ჩვენ ისეთ რამეზე ვმსჯელობთ, რომ მსოფლიოში ყველა საბანკო ოპერაცია დადგება ეჭვის ქვეშ. რა ვალუტაში შემეძლო ბატონი ავთოსგან თანხის აღება? რა თქმა უნდა ლარში და მისგან ავიღე 17 მილიონი თანხა ქართულ, ეროვნულ ვალუტაში. სულ ოთხი ადამიანისგან ვისესხე თანხა სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან. შემდეგ ლარი დოლარში დავაკონვერტირე და იმ დღესვე თავისი პროცენტით უცხოურ ბანკს, გადავურიცხე, საიდანაც სესხი ავიღე. თიბისი ბანკის გადასარჩენად ჯამურად 80 მილიონი ვისესხეთ და მარტო 17 მილიონზე რატომ ლაპარაკობთ? მაშინ, როცა ირლანდიურ ბანკთან სავალდებულო ხელშეკრულება გავაფორმე, ჯერ კიდევ ჰოლანდიელებისგან მქონდა ფული ნასესხები. მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)