2019-10-25 19:08:02, 3113 ნახვა
სამართალი
ავთანდილ წერეთელი პროკურორებს: ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად? ჩემი ფული მე ვერ დამითვლია და თქვენ რატომ ითვლით?
„ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს?“, - ამ სიტყვებით მიმართა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურორებს სასამართლო პროცესზე.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, ბრალდების მხარე არგუმენტების გარეშე საუბრობს.
„ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემი მე ვერ დამითვლია და თქვენ რატომ ითვლით?“, - მიმართა წერეთელმა პროკურორებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის პროცესი მიმდინარეობს.
დღევნადელ სხდომაზე სასამართლომ ჯაფარიძის, ხაზარაძის და წერეთელისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,