03:33 - 22 Sep, 2026
|
2019-10-25 14:18:49, 1447 ნახვა
კომენტარი
სუს-ის წარმომადგენელი: ერგნეთში ყველა საკითხს პრინციპულად დავსვამთ
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპანტების მიერ ევროკავშირის მონიტორების უკანონო დაკავებაზე იქნება მსჯელობა. მისივე თქმით, ასევე ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენების განხილვაც მოხდება. ანთიძე ვარაუდობს, რომ შეხვედრის ჩაშლის საფრთხე არ არსებობს, რადგან წინასწარ იყო შეთანხმებული და თითოეული მონაწილე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მიდის. „ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ყველა განსახილველ საკითხს პრინციპულად დასვამს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე არ გაიზარდოს“, - განაცხადა ანთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)