|
2019-10-25 13:17:15, 1176 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ ევროკავშირის მონიტორების დაკავებაზე: ეს პროვოკაციული მოქმედებაა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ სოფელ წნელისთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის პროვოკაციული მოქმედება და სადამკვირვებლო მისიას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. „ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იცით, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უფრო, ამაზე გარკვეული განცხადებების გაკეთება, ცალსახად პროვოკაციულია“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები დროებით დააკავეს.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)