|
2019-10-24 16:43:15, 1528 ნახვა
კომენტარი
კალანდიას ადვოკატი: გენპროკურორმა წუხელ ვერ დაამთავრა „დიდოსტატის მარჯვენის“ კითხვა და ჩემი შუამდგომლობისთვის ვერ მოიცალა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სხდომების გასაჯაროებას ითხოვს. მან ამ მოთხოვნებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, პროკურორისგან მიიღო პასუხი, რომ მისი შუამდგომლობა ჯერ განხილული არ არის. „მივიღე საქმეზე ზედამხედველი პროკურორისგან პასუხი იმის თაობაზე, რომ ჩემი შუამდგომლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული გენერალური პროკურორის მიერ. ვფიქრობ, მან წუხელ ვერ დაამთავრა დიდოსტატის მარჯვენის წაკითხვა და ვერ მოიცალა შემი შუამდგომლობისთვის, სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხდომის მიმდინარეობის გაგრძელებას, პროკურორს მოყვანილი ჰყავს ხუთი მოწმე. დღეს ხუთივე დაიკითხება და შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)