|
2019-10-24 15:56:22, 1372 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებების მიზანი მათი სავარაუდო დანაშაულის და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვაა
"მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების მიზანი მათი სავარაუდო დანაშაულის და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვაა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის შეფასებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებები არასერიოზულია. „არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების განცხადებებს, თუმცა ჩვენ დღემდე ველოდებით აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას. მათი განცხადებებით აუდიტის კვლევა თითქოს ჩატარებული იყო თუმცა, ჩვენ მოვისმინეთ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებაც, სადაც მან აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი არ ჩატარებულა. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს იყო დაედგინათ ფასის შესაბამისობა, იმ აქტივების, რა თანხასაც ისინი იხდიდნენ. ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას. თუ აუცილებლობა იქნება, რომ დაკითხვაზე დამიბარონ ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა მერმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)