|
2019-10-24 12:26:46, 1064 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემაზე: სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსული მხარისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება. როგორც წულუკიანი აცხადებს, ჰაკერის ადვოკატები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და ისე გადასცა მათი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთს. წულუკიანის განმარტებით, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უარი თვქა სუმბაევის ექსტრადირების შეჩეერებაზე. "სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა ჩემი, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც გამოვეცი 30 სექტემბერს. მანამდე მაისის თვეში საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები, მედიასაც ატყუებდნენ და ასევე ატყუებდნენ მთლიანად საზოგადოებას. ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სასამართლო უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)