|
2019-10-22 17:48:01, 2472 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე „მუქარის წერილზე“: საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან
„საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა. „ის ჯერ აცხადებდა, თითქოს წერილის ავტორი გიორგი გახარიაა. ახლა ამბობენ, რომ პირადად გახარიას ბრალს ამ წერილის ავტორობაში არც არასდროს სდებდნენ. ხან - შუამავალი არ არსებობსო, ხან ამბობდნენ, რომ შუამავალი მზადაა მივიდეს პროკურატურაში. მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთეს, რომ ალბათ მათთვისვე უკეთესი იქნებოდა თუ შეჯერდებოდნენ ერთ ვერსიაზე და იმას გაახმოვანებდნენ. მტკიცებულებებს რაც ეხება, როგორც მედიით ვრცელდება, საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მითიური წერილიდან რაიმეს იდენტიფიცირება მაინც მოხერხდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)