|
2019-10-22 15:44:55, 2628 ნახვა
კომენტარი
„სახელმწიფომ დანაშაული უნდა აღიაროს“ - მაჩალიკაშვილის გომელაურის, გოგაშვილის და ჩიმაკაძის დაკითხვას ეხმაურება
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვის ფაქტს გამოეხმაურა. მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელობაში ბრალი ირაკლი ჩიმაკაძეს და სოსო გოგაშვილს მიუძღვის. „რატომ წელიწადი და 10 თვის მერე. კონკრეტული ორი პირია, ვინც დაუშვა ეს შეცდომა, ვისაც შეეშალათ ბინა, ვინც შევარდე, ვინც მოიპარა ყურსასმენები, ვინც შეაგდო ლიმონკა. ეს ორი ადამიანია იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე. ნაძირალა ორივე, გახრწნილი, სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)