|
2019-10-22 14:20:05, 2032 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მიქაუტაძეს - 2 რეკომენდატორის წარდგენა არის თქვენივე ორგანოს დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს რეკომენდატორების რაოდენობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. კერძოდ, ბოკერია დაინტერესდა, რატომ წარმოადგინა მიქაუტაძემ მხოლოდ ორი რეკომენდატორი, როდესაც დადგენილი წესის მიხედვით, სამი უნდა წარედგინა. "საბჭომ დაადგინა, რომ უნდა ყოფილიყო სამი რეკომენდატორი. მე არ ვიძახი, სწორი იყო ეს, ორი იყო სწორი, ხუთი თუ შვიდი, დაადგინა სამის წესი. თქვენ ეს წესი დაარღვიეთ და მხოლოდ ორი რეკომენდატორი წარმოადგინეთ, ახლა მითხარით, რატომ მოიქეცით ასე", - ჰკითხა ბოკერიამ მიქაუტაძეს. მიქაუტაძემ ბოკერიას უპასუხა, რომ მოთხოვნებს ორგანული კანონი ადგენს, სადაც რეკომენდატორებზე არაფერი წერია. ამის პასუხად ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეს დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდებაა. "ანუ ფეხებზე დაიკიდეთ. ჩემი გაგებით, ეს არის ფეხებზე დაკიდება თქვენივე ორგანოს მიერ დადგენილი წესის",- განაცახდა ბოკერიამ. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)