|
2019-10-22 12:25:28, 1865 ნახვა
კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში გავლენიანი ჯგუფების არსებობას უარყოფს. როგორც მიქაუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. "არ არსებობს სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გარკვეული სახის გადაწყვეტილებას. სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე. ახალი არ არის არც თქვენთვის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლო სისტემას მოუწია ძალიან ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში, ჩვენი განსახორციელებელია და ეს მარტივი პროცესი არაა", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)