|
2019-10-21 16:06:33, 2287 ნახვა
კომენტარი
დავით დვალი: დარწმუნებული ვარ, ყველა ინსტანციას გავივლით - ბრძოლა ახლა იწყება
„ბრძოლა იწყება ახლა. ვიბრძოლებთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ინსტანციას გავივლით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, დავით დვალმა "მთავარის ეთერში" განაცხადა. დვალი „რუსთავი 2-ის“ ფინანსური კრიზისის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი ბრალეულობა ტელეკომპანიის პრობლემებთან არ ფიგურერებს. „მიღება, არ მიღების საკითხი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ ნამდვილი ბრძოლა შინაარსობრივ ნაწილზე ახლა გაიმართება. თავიდან იყო ვარიანტი, რომ მოგვეთხოვა მთლიანი უძრავი ქონების დაყადაღება, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ პოტენციური ბრალდება აგვეცილებინა, ჩვენ მოვხსენით ყველანაირი მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ქონება თავისუფალია. ერთადერთი, რაც არის დაბლოკილი არის ის წილი, რომელზეც ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ, შესაბამისად ჩვენ ვერანაირად ვერ დაგვბრალდება ფინანსური პრობლემები რუსთავი 2-თან დაკავშირებით“, - აღნიშნა დვალმა. ცნობისთვის, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ყადაღა დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)