|
2019-10-21 14:54:50, 2274 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: წერილი მივიღეთ გახარიასგან - ვისი დაწერილია ე.წ. გამოძიება დაადგენს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც მისი ინფორმაციით შს ყოფილი მინისტრისგან და მოქმედი პრემიერისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო, გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის იმედი არ აქვს, თუმცა მისი ყველა ქმედება კანონის შესაბამისი იქნება. „ექსპერტიზა ლონდონში დასრულდა და როგორც დავპირდი საზოგადოებას, დღეს კანონის წინაშე შევასრულე ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის იმედიც არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გააკეთოს მსგავსი ნაბიჯი, რომ ქვეყანა გაიწმინდოს ტყუილებისგან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ დგას გიორგი გახარიას უკან და ვინ არის მუქარის წერილის ავტორი, ხაზარაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად არასდროს არ გვითქვამს ვის მიერ არის ეს დაწერილი. ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მათგან განსხვავებით, უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავთ, მივენდობით ე.წ გამოძიებას, რომლის იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მივყვებით კანონის შესაბამისად ყველა ქმედებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა. მანვე დასძინა, რომ დედანი ამ წუთებში უკვე პროკურატურაშია და როგორც კი, დაიწყება გამოძიება, დასახელდება პირი, რომელმაც "მუქარის წერილი" გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)