|
2019-10-20 20:04:00, 3116 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქართული ღვინო მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს. წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, ტურისტებისთვის მიმზიდველია თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში. ,,ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს, თან ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან",- აღნიშნა პრეზიდენტმა. იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო. ,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს", - აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა. ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით. ,,იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი, საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა ,,იუნესკოს" მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი, წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად",- განაცხადა კენინი ოოჰაშიმ. პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)