|
2019-10-19 17:42:09, 3937 ნახვა
კომენტარი
გახარია - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ,ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო აფიქსირებს საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ახდენს ამ პოზიციის დეკლარირებას. „საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება ჩვენი ქვეყნისთვის არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს არ არის ახალი და მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. ის არავის არ ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)