|
2019-10-19 16:29:12, 4023 ნახვა
კომენტარი
გომელაური: ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ შსს-ს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, ასევე საზღვრის პრობლემებზე
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის და დემილიტარიზაციის საკითხები. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. "ნდობის ჯგუფთან პირველ რიგში ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე ვისაუბრეთ საიდუმლო შესყიდვებზე რაც ძალიან მცირე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ძალოვან უწყებებთან შედარებით, 2018-2019 წლებში რა იყო და რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ. როგორ არის ბიუჯეტი გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა და რა რაოდენობით ხელფასი, 2020 წელს რას ვაპირებთ და რამდენ ადამიანს მოემატება. საუბარი იყო საზღვრის თემაზეც, არსებულ პრობლემებზე, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები. აზერბაიჯანის მიმართულებით მაგალითად, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა დემარკაცია, დემილიტარიზაციას პრობლემა გვაქვს სომხეთთან, ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და არ ველოდებით, რომ ერთ დღეში, ერთ წელში უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი. ამაზე ვმუშაობთ. დახურული ფორმატი იყო და ბუნებრივია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)