08:41 - 09 May, 2026
|
2018-03-14 18:51:15, 731 ნახვა
ეკონომიკა
შსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო ტურნირზე - „რკინის ევრაზია“ პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა. შალვა ბებიაშვილმა 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში 260კგ დაძლია. ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული. მასში რვა ქვეყნის ორასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)