|
2019-10-19 10:01:00, 3269 ნახვა
ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას „ბლუმბერგ ევროპა“-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს
22 ოქტომბერს „თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს პანელს „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა" მოდერაციას „ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი/„ბლუმბერგ ლონდონი"-ს თავმჯდომარე კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს. კონსტანტინ კოტზიასი კომპანიის საგარეო ურთიერთობების გლობალური ხელმძღვანელი, Bloomberg Trade Repository-ის აღმასრულებელი დირექტორი და Bloomberg Tradebook-ისა და Bloomberg Multilateral Trading Facility-ის დირექტორია. ის ლონდონის მერის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოსა და პრემიერ-მინისტრის ბიზნესმრჩეველთა საბჭოს წევრია. მანამდე კონსტანტინ კოტზიასი „ბლუმბერგ"-ის იურიდიული და მარეგულირებელი ახალი ამბების და კვლევის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. „ბლუმბერგს", როგორც საბჭოს ხელმძღვანელი, 2001 წელს შეუერთდა. „ბლუმბერგ"-ში მოღვაწეობამდე ბ-ნი კოტზიასი მუშაობდა შერწყმა-გაერთიანებისა და შესყიდვების უფროს იურისტად Denton Wilde Sapte-ში (დღევანდელი Dentons), გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ იურიდიულ ფირმაში. მისი საქმიანობა მოიცავდა კონსულტაციებს შერწყმა-გაერთიანების, შესყიდვების, ერთობლივი საწარმოსა და საწყისი საზოგადოებრივი შეთავაზების (IPO) საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მედიის, ტელეკომუნიკაციების, ტექნოლოგიისა და ენერგეტიკის სფეროში. 1998-2000 წლებში იყო Denton Wilde Sapte-ს მოსკოვის ოფისის მთავარი მრჩეველი. ფლობს ბაკალავრის ხარისხს თანამედროვე ისტორიასა და პოლიტიკაში, არის ლონდონის ეკონომიკის სკოლის (ლონდონის უნივერსიტეტი) სამართლის კურსდამთავრებული. კონსტანტინ კოტზიასმა მიიღო ინგლისური სამართლის საზოგადოების წარჩინების დიპლომი, ის ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს ადვოკატია.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)