|
2019-10-18 18:34:27, 3476 ნახვა
ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს
22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელს „მომგებიანი ვაჭრობა" მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი. ის მრავალი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და BBC World News TV- ის ერთ-ერთი მთავარი სახეა. 2002 წლის თებერვლიდან აარონ ჰესელჰარსტი BBC-ის ბიზნეს-საინფორმაციო წამყვანია. 2017 წლის მაისში მან საკუთარი შოუ წამოიწყო სახელწოდებით „საუბრები ბიზნესზე აარონ ჰესელჰარსტთან" (Talking Business with Aaron Heslehurst). ეს არის ნახევარსაათიანი, ძალიან დინამიური, საინტერესო და ინფორმაციული საერთაშორისო გადაცემა, რომელიც ყოველდღე 100 მილიონზე მეტ მაყურებელს ითვლის მსოფლიოს მასშტაბით. აარონ ჰესელჰარსტი წამყვან აღმასრულებელ დირექტორებთან ინტერვიუებს მარტივი ენით წარმართავს და მაყურებელს აწვდის ინფორმაციას უახლეს ინოვაციებზე, ტექნოლოგიების მიმართულებით. მუშაობს სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის. მათ შორის: შიდა და საერთაშორისო კორპორატიულ, გლობალური ფინანსების, საერთაშორისო საკვების ფასების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მას ინტერვიუები აქვს ჩაწერილი მსოფლიოს უმსხვილეს კორპორატიულ ლიდერებთან და, ასევე, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან. ჟურნალისტის ინტერესის ძირითად სფეროს საავიაციო ინდუსტრია წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი რესპონდენტების სიაში უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანიების მრავალი ლიდერია. 2009 წელს, აარონ ჰესელჰარსტი დაჯილდოებულ იქნა „ინდუსტრიაში წლის საუკეთესო კომენტატორი" -ის წოდებით, „Daily Telegraph Wealth Management Awards" - ის მიერ. BBC World News-ში მუშაობის დაწყებამდე, ის NBC America-ის კოპენჰაგენში მდებარე დანიის ფილიალის, CNBC Nordic-ის უფროსი საინფორმაციო წამყვანი იყო. ასევე იყო Paramount Pictures-ის ევროპის ბიუროს და ამერიკის Real TV News-ის უფროსი, შემდეგ კი ლონდონის ფილიალის ახალი ამბების უფროსი. აარონი ჰესელჰარსტი ავსტრალიის ქალაქ სიდნეის მკვიდრია.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)