|
2019-10-18 17:45:03, 1363 ნახვა
კომენტარი
ბოკერია თადუმაძეზე: როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი, უნდა გეყოს პოლიტიკური ღირსება და კანდიდატურა მოხსნა
„როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი უნდა გეყოს პოლიტიკური ღირსება და თქვა, რომ მე აღარ ვიქნები კანდიდატი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებას თადუმაძის მოსამართლედ დამტკიცება ძვირი დაუჯდება. "როცა ასეთ საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა საუბარი, ამ მოსმენის შემდეგ რა რეპუტაცია და რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ვინმეს თვალში? რა თქმა უნდა, გამოძიების სრული საფუძველი არსებობს, მაგრამ გამოძიებაზე მთავარი ამ ეტაპზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა. უმრავლესობას ამ ყველაფრის შემდეგ მისი მოსამართლედ დამტკიცება ძვირი დაუჯდება. ჩემთვის პირადად მეტად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ ტიპის ფიგურისგან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)