|
2019-10-18 14:31:35, 3527 ნახვა
ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელს მოდერაციას ცნობილი ეკონომისტი ნოურიელ რუბინი გაუწევს
22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელს „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ნოურიელ რუბინი. ნოურიელ რუბინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორია. ის ასევე არის Roubini Macro Associates, LLC– ს (ნიუ – იორკი) გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ფირმის აღმასრულებელი დირექტორი და Rosa & Roubini Associates–ის თანადამფუძნებელი (ლონდონი). დოქტორ რუბინის გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, მათ შორის გლობალური მაკროეკონომიკური საკითხების შესახებ. თანაავტორია წიგნების სერიისა „პოლიტიკური ციკლები", რომელთა შორისაა ნაშრომები: „თეორია და მტკიცებულება" (MIT Press, 1997); „განვითარებადი ბაზრების ფინანსურ კრიზისებზე რეაგირება" (Institute for International Economics, 2004) და „კრიზისული ეკონომიკა: სწრაფი კურსი ფინანსების მომავალში" (Penguin Press, 2010). დოქტორ რუბინის შეხედულებებს გლობალურ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ციტირებს მედია, ხოლო თავად ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ბიზნეს-გადაცემებს. მასზე ხშირად წერენ და კომენტარისთვის მიმართავენ New York Times Magazine-ში და სხვა წამყვან გამოცემებში. დოქტორ რუბინის შეხედულებებს ასევე ფართოდ აშუქებს Financial Times. ნოურიელ რუბინმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბაკონის უნივერსიტეტში (მილანი, იტალია) და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში. სტერნში მუშაობის დაწყებამდე ის იელის უნივერსიტეტის ეკონომიკის განყოფილების ფაკულტეტზე მოღვაწეობდა.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)