|
2019-10-18 12:27:45, 1436 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ თუ არა
„ჩვენი გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნაზე და მათი აღსრულების მონიტორინგზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები შეწყალების საქმეს სამმაგი სტანდარტის მიხედვით აფასებენ. „შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს. როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება ანუ როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდე მხარს სიმართლეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მანვე დასძინა, რომ შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. „იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, დაინერგა ალტერნატიული მეთოდები პატიმრობისა, როგორიც არის ელექტრონული პატიმრობა, როგორიც არის ღია დაწესებულებები, სადაც პატიმრებს აქვთ ოჯახთან კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობა, ასევე ისეთი დაწესებულებები, სადაც შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, რომ ოჯახებში გაატარონ დრო, მე ვფიქრობ, რომ შეწყალების, როგორც მექანიზმის მნიშვნელობა შეუდარებლად შემცირებულია დღეს, ამიტომ რიცხვებშიც თუ ნახავთ, თანდათან ამ წლების განმავლობაში მცირდებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)