06:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 11:38:16, 4297 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას წყვეტს

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო, რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას წყვეტს, - ამის შესახებ tsn.ua იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. 

რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლეგოიდამ განმარტა, რომ ურთიერთობა იქნება გაწყვეტილი ყველა იმ იერარქიებთან, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

მისივე განცხადებით, რუსეთის პატრიარქი კირილე უფლებამოსილია, რომ ლოცვებში უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა იერონიმე მეორე აღარ მოიხსენიოს, იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ლოცვით ურთიერთობაში შევა. 

შეგახსენებთ, 2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. 

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გასული წლის 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, პირველმა, საბერძენთმა აღიარა

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics