|
2019-10-17 15:47:45, 1816 ნახვა
კომენტარი
„ეს ინსტიტუტებზე შურისძიებაა“ - მარგველაშვილი მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ეხმაურება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხს ეხმაურება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი ინსტიტუტებზე შურისძიებაა. „ეს არის ინსტიტუტებზე შურისძიება, აქ არ არის საუბარი გიორგი მარგველაშვილზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი არავინ არ არის და საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი არაფერი არ არის, არც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში არავინ არ არის, ამის იდეოლოგიზაცია ხდება. ამ პოლიტიკური საუბრების განმავლობაში, ვეთანხმები ყოფილ თავჯდომარეს, რომ მე ნამდვილად არაფერი მემუქრება, რაც არ მგონია, რომ ასეთივე პოზიტივი ჰქონდეს ბევრ მათთაგანს, გაივლის ბაზრობაზე, მაღაზიაში თუ სადმე კაფეში შევა. მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ საზოგადოებისგან, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, ამის მიზანია, რომ შესუსტდეს სტატუსი", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. მოამზადა ლიკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)