|
2019-10-17 13:13:39, 1512 ნახვა
კომენტარი
თურნავა: „ქართუ ფონდი“ დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას დახმარება სჭირდება
„ქართუ ფონდს" არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე - ის ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას ჭირდება დახმარება და სადაც კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ინტერნეტიზაციის პროექტში „ქართუ ფონდის" მონაწილეობას ეხებოდა. „თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, „ქართუ ფონდმა" სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამან გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან, რამაც, გარკვეულწილად, შეაფერხა პროექტის განვითარება. ახლა ვაკეთებთ ამ მოდელის განახლებას, რომელიც უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ბიზნესთან არ შევდიოდეთ კონკურენციაში" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როგორ და რა გზით განვითარდება პროექტი, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ძალიან საჭიროა. „ვფიქრობთ, რომ სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს და როდესაც იქნება უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი და მოდელი, მერე ვისაუბრებთ მისი დაფინანსების წყაროებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)