|
2019-10-17 11:39:26, 1628 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ანაკლიის კონსორციუმზე“: ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა," ანაკლიის განვიტარების კონსორციუმს" მოუწოდებს, რომ "საქმეს მიხედოს". ამასთან, მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ყველა გააკეთა, რათა კონსორციუმს პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლება პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს. "საბოლოო ჯამში ანაკლიის პორტის პროექტის გადავადება 6-ჯერ მოხდა. მთავრობა მხარს უჭერს ამ პროექტის შესრულებას და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა, მივცეთ კონსორციუმს დამატებითი ვადა, იმისათვის, რომ ვალდებულებები შეასრულოს, არის იმის დასტური, რომ ინვესტორს ყველა საშუალებას ვაძლევთ. ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)