|
2019-10-16 16:21:46, 2374 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ამასთან, ერდორანის თქმით, მათ ის ტერიტორიაც უნდა დატოვებენ, სადაც თურქეთი „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, ერდოღანის განცხადებით, სხვა შემთხვევაში, თურქეთს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. მანვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება. ცნნობისთვის, თურქეთმა სირიაში ჯარი რამდენიმე დღის წინ შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)