|
2019-10-16 15:30:40, 1197 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: ქამრების მოჭერის მაგივრად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას ღიპი გადმოუვარდა
„ქამრების მოჭერის მაგივრად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა. ეს არის სწორედ ქამრებ მოშვებული ბიუჯეტი“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შიდა ვალი ბოლო სამი თვის განმავლობაში 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი. „ქვეყანას ახრჩობენ ვალებში. ხარჯებს ზრდიან შიდა ვალის აღების გზით. როგორ შეიძლება ბიუჯეტში ცვლილებას ახორციელებდე, როცა ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ფასების ზრდა. 400 მილიონი ლარით მიღებული შემოსავალი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ადამიანებს, ხელისუფლებამ გარეთ გასცა საგარეო ვალის მომსახურებისთვის, ამიტომ 2020 წელს ჩვენ უარესს მდგომარეობას მივიღებთ. ეს ბიუჯეტი შეიძლება ითქვას, რომ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის ფეოდალური ბიუჯეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)