|
2019-10-16 15:21:40, 1154 ნახვა
კომენტარი
კალაძე ხაზარაძეზე: აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული როგორ გადაფაროს
"მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული ფულის გათეთრებაზე და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხაზარაძე მთლიანად "ნაციონალურ მოძრაობის" ნარატივში ჯდება. „რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ ერთი მოტივით, რომ ბანკი გადაერჩინა იმ თაღლითებისა და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ ორი ბანკი, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“ იყო, რომელსაც ბრძოლა დაუწყეს ყველანაირი აკრძალული მეთოდებით. წავიდნენ კანონის წინააღმდეგ, სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ვემსახურებოდით კრედიტებით. ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა 22%-იანი წილი და მასში რამდენიმე მილიონი გადაიხადა, ის იყო, რომ ბანკი გადაერჩინა და მართლაც, ასე მოხდა. სხვა შეხება მას ბანკთან არ ჰქონია. არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე საკითხს, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)