|
2019-10-16 14:50:45, 1203 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი ცქიტიშვილის პირით ფარსს ახმოვანებს
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილება ცინიზმია - რომელი ჭკუათმყოფელი საერთაშორისო პარტნიორი ჩადებს ფულს იმ საქმეში, სადაც მთავარი მოქმედი პირები იდევნებიან“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა ნიკა მელიამ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშილის პირით „ფარსს ახმოვანებს“. „ცქიტიშვილის პირით ბიძინა ივანიშვილი ახმოვანებს ფარსს, თითქოს იცით აი დიდსულოვნებას იჩენენ და კიდევ ორ თვეს აძლევენ ანაკლიის კონსორციუმს იმისათვის, რომ კაპიტალი მოიპოვონ პირადი ფულის სახით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან სესხი აიღონ. რამხელა ცინიზმია ხო? ვინ მისცემს , რომელი ჭკუათმყოფელი ახალი სართაშორისო პარტნიორი ჩადებს იმ საქმეში ფულს სადაც იდევნებიან მთავარი მოქმედი პირები და შემსრულებლები - ხაზარაძე და ჯაფარიძე“,- აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, მთავრობა ანალიის კოსორციუმს კაპიტალის მოძიებისთვის ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)