|
2019-10-16 13:47:14, 1143 ნახვა
კომენტარი
დავით ქაცარავა: რუსი ოკუპანტები სოფელ ყობისკენ დაიძრნენ
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ჩორჩანის ტყის ოკუპირებული ნაწილიდან გზის გაყვანას სოფელ ყობის მიმართულებით აგრძელებენ. ქაცარავას ინფორმაციით, ქართული ტერიტორიის მიერ კონტროლირებადი სოფელი ყობი დღის ბოლომდე ახალი საოკუპაციო ხაზის მიღმა მოექცევა. „რუს ოკუპანტებს გაჰყავთ მაღალი ხარისხის გზა. გაჭრილია დაახლოებით კილომეტრნახევრიანი გზის ახალი მონაკვეთი, რომელიც ჩორჩანის და წაღვლის ტყის შუაში მდებარეობს, აკავშირებს რუსულ საგუშაგოს ყობის მისადგომებთან მდებარე ტერიტორიულ ნაწილს. სავარაუდოდ, ახალი გზა შეურთდება წნელს ან შევა სოფელ ყობში - ამას ჩვენ დღის ბოლომდე გავიგებთ. თუ ამ ორი ვარაუდიდან გამართლდება ყობისკენ მიმავალი გზის სცენარი, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ არა მხოლოდ ყობის, არამედ დოლომიტის საბადოს წართმევას“, - აღნიშნა დავით ქაცარავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)