|
2019-10-15 17:41:05, 1770 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს
16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა იმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას გახსნიან IOTA-ს პრეზიდენტი ჯორჯ პიცილისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს IOTA-ს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგადასახადო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ამერიკული ცენტრის, დასავლეთ აფრიკის საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ბიზნესის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. გამოფენა მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემქმნელებს, კერძო ბიზნესისა თუ საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს, რომელებმაც განავითარეს ციფრული გადაწყვეტები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულების შესრულების გაადვილება, თაღლითობების პრევენცია, მომხმარებლისათვის მარტივად გამოსაყენებელი ელექტრონული სერვისები, მონაცემთა დიდი ბაზის ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინები და რობოტული პროცესების ავტომატიზაცია. ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდება გამოფენილ პროდუქტებს შორის ყველაზე მოწონებული, საგადასახადო კანონმორჩილების მიმართულებით შექმნილი ციფრული გადაწყვეტა, ხოლო, ერთ-ერთ სესიაზე გამოვლენილი პროდუქტის წარმომდგენს, მიეცემა შეთავაზება გააკეთოს პროდუქტის ტექნიკური დემონსტრაცია დამსწრე აუდიტორიის წინაშე. კონფერენციის ნაწილში, დღის წესრიგით, გათვალისწინებულია ცხრა სესია, რომელიც დაეთმობა ძირითადი საკითხების პრეზენტაციებს, დებატებსა და ინტერაქტიულ სამაგიდო სესიებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან პრაქტიკულ გადაწყვეტებთან, რაც უკავშირდება ელექტრონული ტრანზაქციის განხორციელებას, რეალურ დროში ანგარიშგებას, მაღალი ფისკალური რისკის მქონე საქონლის მოძრაობის მონიტორინგს, ელექტრონულ საგადასახადო პორტალებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)