|
2019-10-15 14:16:28, 1394 ნახვა
კომენტარი
„ცინიზმია, რომ სიკვდილით დასჯა აკრძალულია და ქალს აბორტის უფლება აქვს“ - დეპუტატის უფლებების შემლახავი განცხადებები
"ქართული ოცნების" დეპუტატი ელექსანდრე ერქვანია აბორტს სიკვდილით დასჯას ადარებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აბორტის არსებობა ცინიზმია, რადგან სახელმწიფო მშობლებს შვილების მკვლელობის უფლებას აძლევს. მისივე თქმით, ქვეყანა დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ქალთა უფლებების შემლახველი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ერქვანიამ აღნიშნა, რომ გენდერულ თანასწორობაზე და კვოტირებაზე საუბარი საჭირო არ არის და დაძინა, რომ ამ საკითხებზე უფრო მნისვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი. "ქვეყანა იმყოფება დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. შემცირებულია შობადობა, იზრდება განქორწინების შემთხვევები, პრობლემებია მიგრაზიის მხრივაც. ცინიზმია, როდესაც ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებდეს უფლებას საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის. აბორტი არის ადამიანის მკვლელობა. ნაყოფის მკვლელობასა და სხვა სახის მოკვდინებას შორის განსხვავება არ არსებობს. მეტიც, ეს მკვლელობის ყველაზე ამაზრზე ფორმაა. სანამ ამ საშინელ ბორტებას, ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს, არანაირი წინსვლა და განვითარება არ გვექნება. ცინიზმია, ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად ადამიანი და მასზე მზრუნველობა იყოს გაცხადებული, და ასიათასობით მუცლად მყოფი ბავშვის დაღვრილ სისხლს ვუყურებდეთ. ღირსება ფულზე, ზნეობა კი, უზნეობაზე გავცვალეთ. ცხოვრების მთავარ საზრისად ფული და ძალაუფლება ვაქციეთ. ერთმანეთის ზიზღი და სიძულვილი დავთესეთ და შედეგიც სახეზეა - ზოგი დავით გარეჯს გვედავება, ზოგს თბილისი მიაჩნია თავის ქალაქად, ზოგიც აჭარას თვლის თავის ტერიტორიად. ქვეყანაში ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი ვეღარ გაიგებ. რად გვინდა დაგებული გზები, გალამაზებული ქალაქები, თუ ქართველები აღარ ვიქნებით. დღეს, მთავარი განსახილველი საკითხები გენდერული კვოტირება, გენდერული თანასწორობა და "მეტი ქალი პოლიტიკაში" კი არ უნდა იყოს, არამედ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ოჯახის გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად. უნდა აიკრძალოს მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა", - განაცხადა ერქვანიამ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)