06:22 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 10:55:49, 2898 ნახვა

მსოფლიო
სტიქია იაპონიაში - დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

იაპონიაში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ nhk იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს 212 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო 15 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. 

მედიის ცნობით, 133 ათასი სახლი წყლის, ხოლო 34 000 ელექტოენერგიის გარეშე რჩება. გარდა ამისა, უწყვეტმა წვიმამ ათობით მდინარის ადიდება და მეწყერების ჩამოწოლო გამოიწვია. სტიქიის გამო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლები შეჩერებულია. მანამდე, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. 

სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

BBC-ი იტყობინება, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics