|
2015-07-16 15:32:24, 493 ნახვა
პოლიტიკა
შეიარაღებულმა პირებმა წითელუბანში საქართველოს დროშა ჩამოხსნეს
შეიარაღებულმა პირებმა წითელუბანში საქართველოს დროშა ჩამოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შალვა ენუქიძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, შეირაღებულმა პირებმა დროშა იმ ტერიტორიაზე ჩამოხსენს, სადაც ე.წ. ბანერების დემონტაჟი მოხდა. „რამდენიმე საათის წინ წითელუბანში სადაც, მოხდა ე.წ. ბანერის მოხსნა ჩამოსული იყო შვიდი ფორმიანი პიროვნება. სამ მათგან ჰქონდა ე.წ. ნიღაბი. ჩვენ ავამუშავეთ ცხელი ხაზი ევროსადამკვირვებლო მისიის დახმარებით, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნებები იყვნენ დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ჯარისკაცები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ 10 ივლისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დასათვალიერებლად. ჩვენი მხრიდან ადგილზე იმყოფებოდა სამხარეო, რეგიონის და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, უშუალოდ მოადგილე დავით ბაიდაური. იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული დაპირისპირება დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შალვა ენუქიძემ. ამასთან, ენუქიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეგირების კუთხით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთა შეხვედრა. მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მწვავედ ისაუბრებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)