|
2019-10-14 13:20:05, 3258 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ, კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, 2017 წლის რეფერენდუმის საქმესთან დაკავშირებით, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ 3 პოლიტიკოსი დაუმორჩილებლობისთვის გაასამართლეს, თუმცა მათ პატიმრობის ნაცვლად, ჯარიმა დაეკისრა. არც ერთმა პოლიტიკოსმა სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა. მედიის ცნობით, პროკურატურა კკატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ორიოლ ჟანკერასისთვის 25-წლიან პატირობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხის ბრალდება მოუხსნა, თუმცა, „არეულობების ორგანიზების“ ბრალდება დაუტოვა. ცნობისთვის, 2017 წლის პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ამის შემდეგ რეგიონულმა მთავრობამ კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. 2017 წლის ნოემბერში ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. მთელ ამ პროცესს მღავალ ათასიანი აქციები მიდევდა თან, რა დროსაც ასობიტ ადამიანი და სამართალდამცველი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)