|
2015-07-16 14:22:38, 421 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთთან მიმართებაში მთავრობის კონსტრუქციულ პოლიტიკაზეც ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებს. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუებინ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე რაიმე კომპრომისზე არ წავლენ. "მინდა ავღნიშნო ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ სწორად მოვიქეცით, როდესაც სოჭის ოლიმპიადა გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკელებთან, ევროპელებთან, რუსებთან ერთად. ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. რაც მთავარია, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. არ ვაპირებთ, რომ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, მითუმეტეს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეხება. თუმცა მინდა ავღნიშნო, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით, ყველა საერთაშორისო ბერკეტს პინციპულად გამოვიყენებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)