17:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 11:59:51, 3373 ნახვა

კომენტარი
ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე: ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა, მან კი მიჩივლა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი, „ტვ პირველის" ეთერში „ნიუ ჰოსპიტალიდან“ ჩაერთო.

ჯიშკარიანის თქმით, ყველაფერი რაც მოხდა და რაზეც მას ბრალი წარუდგინეს, თამთა თოდაძის შეთხზულია. მანვე დასძინა, რომ საკრებულოში არ არსებობს თანამდებობები, შესაბამისად თოდაძემ თანაშემწის სახელი იმიტომ დაირქვა, რომ თანაშემწე ყოველ წუთს და წამს ახლოს არის დეპუტატთან.

ჯიშკარიანის მტკიცებით, თოდაძის მოვალეობაში მხოლოდ სტუმრის მიღება-გასტუმრება შედიოდა.

„ყველაფერი მან დალეწა და თავის დალეწილში აიხლართა. მე თავმოყვარე ადამიანი ვარ, ახალგაზრდების რეკომენდაციით მივიღე ეგ ახალგაზრდა. 3 წელია რაც საკრებულოში მუშაობს და მის მოვალეობებში, მხოლოდ ადამიანების მიღება და გასტუმრება შედიოდა", - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გამოიძახა დეპუტატმა პატრული, ჯიშკარიანმა ასე უპასუხა:

„მე რომ პატრული გამომეძახა, რა დეპუტატი ვიქნებოდი? ერთი პრინტერი გადმოაგდო და მე შეურაცხყოფა მომაყენა. მე ხო არ ვიცოდი, რომ აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა? მე ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა და გადავწყვეტდით პრინტერისა და მონიტორის ამბავს, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ქონებაა", - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მის თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics