|
2019-10-11 16:05:09, 3946 ნახვა
ეკონომიკა
EFSE-მა „ბაზისბანკს“ 10 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო
ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობა საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობაა. ხელმოწერის ცერემონია 10 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა. „მოხარული ვართ, რომ ფონდის პარტნიორ ორგანიზაცებს შეემატა ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც ბაზისბანკია. თითქმის 15 წელია, ფონდი უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ რეგიონში, მათ შორის საქართველოში კერძო ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებას. ამ მიმართულებით გრძელვადიანი შედეგის მიღწევა სწორედ ისეთი სტაბილურ პარტნიორებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი, როგორიც ბაზისბანკია. ბანკის ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი გამოცდილებით და ბიზნესისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩვენ საშუალება გვეძლევა ხელი შევუწყოთ მეტი ბენეფიციარის დაფინანსებას.“ აცხადებს EFSE-ის საბჭოს თავმჯდომარე, კრისტოფ ტისკენსი. „ჩვენს ახალ პარტნიორთან, EFSE–თან თანამშრომლობით შესაძლებლობა მოგვეცა უფრო მეტი რესურსი დავუთმოთ საცალო დაკრედიტებას. EFSE–თან ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, რაც უდაოდ სასიკეთოა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, ისე ჩვენი კლიენტებისთვის. გვჯერა, რომ ფონდთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ხანგრძლივი იქნება.” განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ. ბაზისბანკი 1993 წელს დაარსდა და 1.6 მილიონი ლარის აქტივებით მეხუთე უმსხვილესი კომერციული ბანკია საქართველოში. ბაზისბანკმა გონივრული მენეჯმენტით, მრავალწლიანი გამოცდილებით, მთავარი აქციონერის, ჩინური კონგლომერატის ჰუალინგ ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერითა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სტაბილური ზრდისა და განვითარების სოლიდური ისტორია შექმნა.
(R)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)