|
2019-10-11 14:50:50, 3392 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: დავით-გარეჯის პრობლემა ორმხრივი თანამშრომლობის გზით მოგვარდება
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით-გარეჯის პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობით მოგვარდება. მისი თქმით, გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, საბოლოოდ ოპტიმალური გადაწყვეტილება მოყვება. „მივესალმებით იმას, რომ პრემიერ მინისტრი და მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს არ მიმართულებით, უდაოდ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას ორმხრივი თანამშრომლობის საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში მოლაპარაკებების გზით და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე არის გადადგმული. ასევე, ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც კონკრეტული შედეგი აქვს, როგორც იკვეთება და ვფიქრობ ამ პოზიტიურ ტენდენციას ჩვენ შევინარჩუნებთ და საბოლოოდ მივაღწევთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ამ თემაზე. უკვე ძალიან კარგია, რომ სასულიერო პირების დაშვება ხდება ამ მომენტიდან დავით გარეჯის კომპლექსში და შემდგომი შეთანხმებები წინ გვქვს. ეს თემა არის ეროვნული მნიშვნელობის თემა, აქ საზოგადოება, თავად ეკლესია, მთავრობა, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ერთ და ეროვნულ ინტერესებს უჭერს მხარს", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)