|
2019-10-11 14:21:39, 2107 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან. უკვე დადასტურებული გვაქვს და ველოდებით უმაღლესი თანამდებობის პირებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მინისტრები და ვიცე-პრემიერები. საერთო ჯამში, მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატს ველოდებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში" განაცხადა, სადაც დღეს აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ბიზნესსექტორი უმაღლეს დონეზე, რომელიც დივერსიფიცირებულია როგორც სექტორების, ასევე ქვეყნების მიმართულებით. „განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნები, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ." - აღნიშნა გენადი არველაძემ. 2019 წლის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსების და ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები. ფორუმი 22 ოქტომბერს გაიხსნება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ხოლო თემატური პანელები, ორი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის „ბილტმორში," „მერიოტსა" და „რედისონში" აბრეშუმის გზის ინიციატივაში საქართველოს მეტი ინტეგრაციის შემდეგ შესაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რამდენიმე რეგიონის ქვეყნებთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)