|
2019-10-09 15:48:29, 2222 ნახვა
კომენტარი
გენპროკურორი: რა დიპლომიც მომცეს, ის წამოვიღე - ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე
გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მის დიპლომთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. როგორც თადუმაძემ აღნიშნა, მას 1990-იან წლებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისი დიპლომი აქვს და არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, ის იმ პერიოდში არსებულ განათლების სისტემაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. "ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და მე ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 1997 წლამდე ამ ქვეყანაში საბჭოთა განათლების კანონი მოქმედებდა", - განაცხადა თადუმაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)