|
2019-10-08 17:45:38, 2270 ნახვა
კომენტარი
გიგაური: თუ დადგინდება, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პარლამენტს, მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა სთხოვა. როგორც გიგაური ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თადუმაძის დიპლომის სიყალბეს დაადგენს, ის ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნას და ასევე, დაკავებული თანამდებობიდანაც გადადგეს. "მას შემდეგ, რაც თადუმაძემ მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, რომ გამოექვეყნებინა ეს დიპლომი. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულად დიპლომის მართებულობასთან და არის თუ არა ის ყალბი, ამ საკითხის შესწავლა. ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, რადგანაც ხვალ იქნება თადუმაძესთან გასაუბრება, რომ დაადგინოს ამ დიპლომთან დაკავშირებული საკითხები და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ ეს დიპლომი არის ყალბი, რა თქმა უნდა, თადუმაძემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა ამ კონკურსიდან და, ასევე, იგი უნდა წავიდეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან,"- განაცხადა ეკა გიგაურმა. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობ-საქართველომ" მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლისას, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხებსა და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)