|
2019-10-08 15:20:14, 2035 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ტაქსების გაძვირება ნორმალურია - თუ შეიქმნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები და მეტრო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მთავარი ამოცანა კომფორტული სერვისი, სისუფთავე და ავტომობილის უსაფრთხოებაა. რაც შეეხება ტარიფის გაძვირებას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეს ნორმალურია და მათ, ვისთვისაც საკითხი პრობლემას წარმოადგენს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ურჩია. "ხდება ტაქსების რეფორმა და ტაქსების მოწესრიგება. მთავარი ამოცანაა, რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი მანქანა, უსაფრთხო ავტომობილი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)